18 მაისი 2024,   15:11
ვრცლად
თემირლან მაშალიკაშვილის საქმე - დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით პარლამენტში განცხადება და პეტიცია შევა

თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით დღეს პარლამენტში განცხადება და პეტიცია შევა - ამისთვის თბილისში საგანგებოდ ჩამოდიან პანკისის ხეობის ახალგაზრდა აქტივისტები. მათ მხარდაჭერას უცხადებს "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი." სამოქალაქო აქტივისტები იმედოვნებენ, რომ საკანონმდებლო ორგანო მათ წინადადებას გაითვალისწინებს და თვლიან, რომ აუცილებელია მსგავსი გახმაურებული საქმის დეტალების შესახებ საზოგადოება ინფორმირებული იყოს.

"ძალიან ბევრს დეტალში გამოჩნდა, რომ პროკურატურა არ იძიებს ამ საქმეს სუფთად,"-აცხადებს სამოქალაქო აქტივისტი, სულხან ბორძიკაშვილი.

დღის ამბები