12 მაისი 2024,   02:33
ვრცლად
მივმართავ გახარიას: ნუ მიწიოკებთ ბავშვებს - კუპრავას სახლში ჩხრეკა ჩატარდა

“სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს სასამართლო. ზვიად კუპრავას ბრალი გუშინ დაუსწრებლად წარუდგინეს.

შს სამინისტრო მას ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას ედავება.

თავად კუპრავა კი გამოძიების დაწყებას პოლიტიკურ დევნას უკავშირებს.

„შესაძლოა, დღეს ჩაინიშნოს აღკვეთის ღონისძიება და ჩამაყენებენ საქმის კურსში, რაც შეეხება ბრალდებას და კერძოდ, ზაქარეიშვილს ეს არ არის კონკრეტულად ერთი პირი ეს არი სუს-ის დეკლარირებული აგენტი. ვერ წარმოვიდგენდი თუ უფრო მეტად რაიმე სამარცხვინო ბრალდება შეიძლებოდა პროკურატურას წარედგინა. საქმე არის პოლიტიკური და არავითარ სამართალთან და კანონთან კავშირი არ აქვს“-ამბობს კუპრავა.

ზვიად კუპრავა გუშინ პოლიციაში იყო დაბარებული თუმცა არ მივიდა, რის შემდეგაც მის სახლში ჩხრეკა ჩატარდა. როგორც მისი მეუღლე აცხადებს, სახლში სამი მცირეწლოვანი ბავშვი და ოჯახის ახლობელი იმყოფებოდა.

„სახლში იმყოფებოდა ახლობელი გოგონა და ბავშვები. დაუწყიათ გადაღება კუთხე კუნჭულის და არ გამოვრციხავ, რომ სადმე რამე დადეს. მივმართავ გახარიას და მის უწყებას : ნუ მიწიოკებთ ბავშვებს,“-ამბობს კუპრავას მეუღლე, ხატია თორდია.  

დღის ამბები