17 მაისი 2024,   16:16
ვრცლად
„მილიონი ხელმოწერა სამართლიანი არჩევნებისთვის“ - 20 ოპოზიციური პარტია ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

„მილიონი ხელმოწერა სამართლიანი არჩევნებისთვის“ - 20 ოპოზიციური პარტია საარჩევნო სისტემის შეცვლის მოთხოვნით დღეიდან ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. კანონის თანახმად კონკრეტული ინიციატივის წარსადგენად 20 ათასი ხელმოწერა საკმარისია, თუმცა ოპოზიციაში განმარტავენ, რომ ისინი მზად არის მილიონი ადამიანის ხელმოწერა დააფიქსირონ და ამით ხელისუფლებას უჩვენონ რამდენად მნიშვნელოვანია ცვლილება ქვეყნისთვის. ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების მთლიანად პროპორციული სისტემით ჩატარებას ითხოვს.

"ეს იქნება სამართლიანი განაწილება, იმიტომ რომ მოქმედი შერეული სისტემა არ უზრუნველჰყოფს ქართველი ამომრჩევლის არჩევანის შესაბამის წარმომადგენლობას პარლამენტში,"-აცხადებს თავისუფალი დემოკრატების წევრი, ალექსანდრე ბარამიძე. 

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ბარამიძე კი აცხადებს, რომ ქვეყანაში უნდა იყოს სამართლიანი თამაშის წესები და ასეთი სწორედ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაა.

"უნდა იყოს სამართლიანი თამაშის წესები და ეს თამაშის წესებია რის პროპორციული სისტემა იმიტომ რომ პროპორციული სისტემა ყველაზე ადეკვატურად უზრუნველყოფს პარლამენტის ისეთი შემადგენლობის შექმნას, რომელიც მეტ-ნაკლებად ზუსტად ასახავს საზოგადოების მხარდაჭერას,"-აცხადებს გია ბარამიძე. 

"ევროპულ საქართველოში" აცხადებენ, რომ პროპორციული მოდელი სწორედ ის საკითხია, რაზეც სრულ ოპოზიციურ სპექტრში თანხმობა არსებობს.

"ეს არის ქართული დემოკრატიისთვის ის საკვანძო საკითხი, პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა, რაც მნიშვნელოვანია როგორ მთელი დემოკრატიული ოპოზიციისთვის, ისე ყველა სხვა აქტივისტური თუ არასამთავრობო ჯგუფისათვის საქართველოში,"-აცხადებს ირაკლი კიკნაველიძე.

დღის ამბები