შხარასთან ზვავის ჩამოწოლის შედეგად პოლონეთის მოქალაქე დაიღუპა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, გარდაცვლილი 45 წლის მამაკაცია. სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს თანამშრომლები მონაწილეობდნენ. ცხედარი მაშველებმა ვერტმფრენით გადმოასვენეს.