ხელისუფლება დეტალურად გამოიძიებს მომხდარს, რათა მსგავსი ფაქტები მომავალში თავიდან იყოს აცილებული - ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით ეკონომიკის მინისტრი საუბრობს.
„ეს არის ძალიან ცუდი უბედური შემთხვევა. დეტალურად გამოვიძიებთ ამ საკითხს, მივიღებთ შესაბამის ზომებს, იმისთვის რომ ასეთი რაღაცა მაქსიმალურად დავიზღვიოთ თავი, რომ არ განმეორდეს,“-განაცხადა გიორგი ქობულიამ.
8-საათიანი ძებნის შედეგად მაშველებმა ჭავჭავაძის გამზირზე ჩამოშლილი მიწის ქვეშ მოყოლილი მეორე მუშის ცხედარს მიაგნეს. რამდენიმე საათით ადრე ამავე ადგილას მაშველებმა მიწიდან დაღუპული კიდევ ერთი, 25 წლის ახალგაზრდა ამოიყვანეს. სამძებრო სამუშაოებში 40-მდე მეხანძრე-მაშველი მონაწილეობდა, მოგვიანებით კი, პროცესში გეორადარების ჩართვაც გახდა საჭირო.