ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი, თბილისის პოლიციის სამმართველოში გამოკითხვაზე დაიბარეს.
ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი დღეს გამომძიებლებთან იმის შესახებ ისაუბრებს, სცემდა თუ არა მას დავით ბაგრატიონ-მუხრანელი თანაცხოვრების პერიოდში. დედოფლის ადვოკატის ინფორმაციით, საქმეში არსებობს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები.
უფლებადამცველი ამტკიცებს, რომ ცემის შემდეგ მეფეს დედოფალი სახლში ჰყავდა ჩაკეტილი, იმ დრომდე ვიდრე სხეულზე დაზიანებები არ გაუვლიდა. შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.
„მას სურს მიაწოდოს გამოძიებას ინფორმაცია ყველა იმ ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, რაც მის მიმართ ან მისი არასრულწლოვანი შვილის მიმართ განხორციელდა. ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიზე ადგილი ჰქონდა ფიზიკური ძალადობის ფაქტებს, თუმცა ეს არ არის ერთადერთი ძალადობის ფაქტი. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ადგილი ჰქონდა ფსიქოლოგიური ძალადობის არაერთ ფაქტს, რომელსაც ადასტურებენ მოწმეები,“-აცხადებს ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატი ელისო რუხაძე.