წალკის რაიონის სოფელ ბარეთში ახალგაზრდების ჩხუბის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.
დასახლებაში კი სადაც ერთმანეთს ახალგაზრდების 2 ჯგუფი დაუპირისპირდა ვითარება ამ დრომდე ფეთქებად საშიშია.
სოფელში პოლიციის დამატებითი ძალებია მობილიზებული. ბარეთს ახლა სამართალდამცველები აკონტროლებენ.
ადგილობრივ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის მწვავე კონფლიქტის დროს "კურიერის" ინფორმაციით, 2 ახალგაზრდა დაშავდა. ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. ადგილობრივების ნაწილი დაპირისპირების მიზეზად ეთნიკურ შუღლს ასახელებს, მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ ჩხუბი სიგარეტის თხოვნას მოჰყვა.