17 ნოემბერი 2024,   20:22
ვრცლად
„პირადი ცხოვრების შელახვა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა" - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი

პერსონალურ მონაცემთა დაცვა და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ანგარიშს წარადგენს. თამარ ქალდანის განცხადებით, აღნიშნული საკითხები კვლავ მთავარ გამოწვევად რჩება.

თამარ ქალდანის 2018 წლის ანგარიშში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად პირადი ცხოვრების შელახვა მოხვდა.  მისი თქმით, ამ მიმართულებით კომპეტენცია გამოძიებას ეკუთვნის.   

Image result for თამარ ქალდანი„პირადი ცხოვრების ისეთი შელახვა,რომელიც შეიძლება დანაშაულებრივი საქმიანობით იყოს გამოწვეული - ეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, ამ მიმართულებით იცით, რომ კომპეტენცია საგამოძიებო ორგანოებს განეკუთვნება. ჩვენი კომპეტენცია ეს არის, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორზე ზედამხედველობა პერსონალი მონაცემების დამუშავების კუთხით. ასევე იყო დანაშაულის ნიშნები და ვინაიდან გამოძიება ჩვენს კომპეტენციას არ წარმოადგენს ეს საქმე გადაგზავნილი იქნა პროკურატურაში,“-განცხადა ქალდანმა.

„ევროპულ საქართველოში“ კი  ამბობენ, რომ თამარ ქალდანის 2018 წლის ანგარიშში პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების საკითხზე და ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების შესახებ შეფასება უფრო კრიტიკული უნდა ყოფილიყო.

ამავე თემაზე
დღის ამბები