19 მაისი 2024,   15:53
ვრცლად
ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტობუსი დაიწვა

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტობუსი დაიწვა. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა. ავტობუსში მხოლოდ მძღოლი იჯდა, რომელმაც სატრანსპორტო საშუალებიდან გადმოსვლა მოასწრო. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. მომხდარის გამო ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე სატრანსპორტო მოძრაობა შეფერხებული იყო. დაწყებულია გამოძიება.

დღის ამბები