169 ნუშის ნერგი დაღუპული გმირების ხსოვნის პატივსაცემად - გორში კვერნაქის მთის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამების ეკლესიასთან 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების შვილები გამწვანების აქციაში ჩაერთვნენ. მოზარდებმა თავდაცვის მინისტრსა და თავდაცვის ძალების მეთაურთან ერთად მებრძოლების სახელზე სიმბოლურად ნუშის ნერგები დარგეს, რის შემდეგაც ყველამ გორის სამების ეკლესიაში გადაინაცვლა. თავდაცვის მინისტრის ინიციატივით, ტერიტორიაზე მემორიალი განთავსდა, სამომავლოდ კი პატარა სკვერის მოწყობაც იგეგმება.