17 ნოემბერი 2024,   19:57
ვრცლად
მიწისძვრა საქართველოში - 3,9 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგები ონში დაფიქსირდა 

მიწისძვრა საქართველოში - ღამით, მიწისქვეშა ბიძგები ამჯერად 21:37 საათზე დაფიქსირდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი ონში იყო და მისმა სიმძლავრემ 3,9 მაგნიტუდა შეადგინა.

მიწისქვეშა ბიძგებს ნგრევა არ გამოუწვევია. ეს გუშინ მომხდარი უკვე მეორე მიწისძვრაა. 4,5 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები დღის პირველ ნახევარში დედოფლისწყაროში დაფიქსირდა. 

დღის ამბები