17 ნოემბერი 2024,   20:40
ვრცლად
დიღმის მასივში აფეთქებისას დაშავებული 21 წლის მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება 

დიღმის მასივში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ახალგაზრდა, ხეჩინაშვილის კლინიკაში, ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. რამდენიმე საათში გაირკვევა საჭირო იქნება თუ არა ოპერაციის გაკეთება.

21 წლის გიორგი ხოშტარია სწორედ იმ ბინაში იმყოფებოდა, რომელიც აფეთქდა. მას 35 პროცენტიანი დამწვრობა აქვს მიღებული. მის მდგომარეობას ექიმები სტაბილურად აფასებენ.

აფეთქების შედეგად სულ 8 ადამიანი დაშავდა - მათ შორის ერთი 7 თვის ბავშვია. დაშავებულებს ძირითადად ტვინის შერყევა, თავისა და სხეულზე ტრავმები და სისხლჩაქცევები აღენიშნებათ.

„ამ ეტაპზე შოკიდან პრაქტიკულად გამოსულია, გადადის გეგმიურ მკურნალობაზე. რაც შეეხება მოსალოდნელ ქირურგიულ ჩარევას, ეს გადაწყდება შემდგომ შეფასებაში ქირურგების მიერ. ამ ეტაპზე პაციენტი გონზეა, კონტაქტურია, ადეკვატურია. ჩივილები დაზიანების შესაბამისად, რაიმე დამატებით ჩარევას არ საჭიროებს,“-განაცხადა ექიმმა იაგო მათიკაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები