17 ნოემბერი 2024,   19:46
ვრცლად
ვანდალიზმის ფაქტი კახეთში - გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში ბიბლიოთეკა დააზიანეს

ვანდალიზმის ფაქტი კახეთში - გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში დაუდგენელმა პირებმა ბიბლიოთეკა დააზიანეს.

განადგურებულია წიგნები, დამტვრეულია ტექნიკა და ინვენტარი. გურჯაანის მერის, ინფორმაციით, იყო ხანძრის გაჩენის მცდელობაც, თუმცა ცეცხლის ლოკალიზება საგანგებო სიტუაციების სამსახურმა დროულად მოახერხა.

ზარალის ოდენობა ჯერჯერობით დაუდგენელია. მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

დღის ამბები