რუსთაველის გამზირზე, რესტორან „ხინკლის სახლში“ ხანძრის ჩაქრობა დღის ბოლოს მოხერხდა. ცეცხლი სამზარეულოში წინასწარი ინფორმაციით, ერთ-ერთ ელექტრო დანადგარს გაუჩნდა. დამწვარია 20 კვადრატული მეტრი ფართობი, იყო ძლიერი დაკვამლიანება.
ცეცხლის ჩაქრობა 8 სახანძრო-სამაშველო ბრიგადამ მალე შეძლო, თუმცა აალების თავიდან ასაცილებლად ტერიტორიაზე გარკვეული პერიოდი ერთი ჯგუფი გვიანობამდე მორიგეობდა.
ხანძრის დროს შენობაში მყოფების ივაკუირება მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.