„ამ საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენლებს ყოველთვის ჰქონდათ თავიანთი პოზიცია, მათ შორის მანამ, სანამ დავა დაიწყებოდა „რუსთავი 2"-ის მფლობელობასთან დაკავშირებით,“ - ასე გამოეხმაურა სახალხო დამცველი პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, რომ „რუსთავი 2“ ძველ მფლობელებს უნდა დაუბრუნდეს.
ნინო ლომჯარიას თქმით, საქმის სტრასბურგის სასამართლოსთვის გადაცემამდე, სამაუწყებლო კომპანიის მიმართ ხელისუფლების პოზიცია ნათელი იყო.
ომბუდსმენი დადებითად აფასებს იმ ფაქტს, რომ საქმეს ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლო განიხილავს, რადგან მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოს სრული ნდობა აქვს.
„ძალიან კარგია, რომ საკითხი გადასაწყვეტად არის გადაცემული სტრასბურგის სასამართლოს. ამ სასამართლოს მიმართ ნამდვილად არ გაჩნდება და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიმართ არ გაჩნდება კითხვები და სრული ნდობა აქვს სასამართლოს. ამ ყველაზე კითხვაზე სტრასბურგი გასცემს პასუხს, რამდენად სამართლიანი იყო მართლმსაჯულება საქართველოში და როგორ შეაფასებს ის განვითარებულ მოვლენებს,“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.