"ამდენი ხანი ითმენს, ითმენს, სტრასბურგის გამო ვერაფერს აკეთებს, ვფიქრობ, რომ მას სადღაც ნერვები უმტყუნებს და კიდევ რაღაცას შეეცდება,“ - ასე გამოეხმაურა ტელეკომპანია „კავკასიის“ გენერალური დირექტორი პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, რომ „რუსთავი 2“ ძველ მფლობელებს უნდა დაუბრუნდეს.
ნინო ჯანგირაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ და მისი თავმჯდომარე დამოუკიდებელ ტელეკომპანიაზე შეტევას ისევ შეეცდება, თუმცა ის ამბობს, რომ ამით „რუსთავი 2"-ს კი არა, თავად მმართველი გუნდის ხელისუფლებაში ყოფნას დაასრულებენ.
"არაფერი ახალი ჩვენ არ გაგვიგია, ივანიშვილის დამოკიდებულება „რუსთავი 2"-ის მიმართ, ვიცით. ივანიშვილის ხელიდან „რუსთავი 2“ დიდი ხანია, დახურულია. უბრალოდ „რუსთავი 2“ გადაარჩინა საზოგადოებამ და საერთაშორისო საზოგადოებამ და სტრასბურგის სასამართლომ. ივანიშვილს უკვე მოთმინება ეწურება. ამდენი ხანი ითმენს, ითმენს, სტრასბურგის გამო ვერაფერს აკეთებს, ვფიქრობ, რომ მას სადღაც ნერვები უმტყუნებს და კიდევ რაღაცას შეეცდება. მაგრამ ამით „რუსთავი 2"-ს ვერაფერს დააკლებს. „ქართული ოცნება“ დღეს არის უკვე იმ სტადიაში, რომ ყველა ასეთი ნაბიჯით, ასეთი განცხადებით საკუთარ დასასრულს აახლოვებენ,“ - განაცხადა ნინო ჯანგირაშვილმა.