17 ნოემბერი 2024,   15:51
ვრცლად
პანკისის ხეობაში მიმდინარე პროცესები მართულია - კახეთის გუბერნატორი

პანკისის ხეობაში მიმდინარე პროცესები მართულია - ამის შესახებ განცხადება, კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა. ქადაგიშვილი პანკისის ხეობაში არსებულ დაძაბულ ვითარებას და სპეცრაზმსა და ადგილობრივ მოსახლოებას შორის მიმდინარე დაპირისპირებას გამოეხმაურა, რომელიც ჰესის მშენებლობის პროცესის დაწყებას მოჰყვა. 

ქადაგიშვილი ამბობს, რომ არ არსებობს დასკვნა, რომელიც დაადასტურებს, რომ ჰესის მშენებლობამ შესაძლოა ხეობას ზიანი მოუტანოს. 

გუბერნატორი საუბრობს ჯგუფზე, რომელიც მისი განცხადებით, დილიდან ესხმის თავს პოლიციას და მათთან კონფლიქტში შედის.

ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ ჰესის მშენებლობა არის მნიშვნელოვანი და თუ ვინმე პროცესებს ხელოვნურად დაძაბავს, მოუწევს პოლიტიკური პასუხისმგებლობაც.

„ვერც ერთი დასაბუთებული, კომპეტენტური, წინააღმდეგობრივი აზრი, მტკიცებულება, რომ ეს ჰესი დააზიანებს იქ ბუნებას ისე ან გარემოს, რომ ამას ექნება რაიმე დამღუპველი ზემოქმედება ან მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი, ბუნებაში არ არსებობს, იმიტომ, რომ მას ასეთი ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლია,“-აცხადებს კახეთის გუბერნატორი.

დღის ამბები