17 ნოემბერი 2024,   18:46
ვრცლად
"შვილებს რატომ გვიხოცავთ? წადით!" - პანკისელი ქალბატონი პოლიციას მიმართავს

"შვილებს რატომ გვიხოცავთ? რის გულიზე? ჩუმად ხომ ვართ? ერთ ადამიანს რატომ უდგებით მხარში. გეხვეწებით, წადით" - ასე მიმართა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ რამდენიმე წუთის წინ სპეცრაზმს. პანკისის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ის,, რაც დღეს ხეობაში ხდება, არის პროვოკაცია.

„ჩვენ ველოდებოდით ამას. ჰესი არავის აინტერესებს, ჩვენ ვაინტერესებთ. ჩვენი მოკვლა, ჩვენი დახოცვა, ჩვენი ფეხებქვეშ გათელვა უნდა მეტი არაფერი. ეს არის ყველაფერი. ჰესი არავის არ უნდა, არ აინტერესებს. ერთ ადამიანს მხარში ამოუდგია ამხელა საქართველო. რომელსაც თავისთვის უნდა ეს ჰესი. იმ წყეულს, იმ დამპალს რათ უნდა საქართველო ასეთი. „ესე აწყობთ ვიღაცეებს. მთავრობაში რასაც აკეთებენ, ვერ თავსდებიან და ყურადღება ჩვენზე გადმოაქვთ. ეს ყოველთვის ასე ხდება. ერთმანეთს ჭამენ მთავრობაში ვერ რიგდებიან და ჩვენთან გადმოდიან. ესე აწყობთ ვიღაცეებს. მთავრობაში რასაც აკეთებენ, ვერ თავსდებიან და ყურადღება ჩვენზე გადმოაქვთ. ეს ყოველთვის ასე ხდება. ერთმანეთსს ჭამენ მთავრობაში ვერ რიგდებიან და ჩვენთან გადმოდიან,“-განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა. 

დღის ამბები