17 ნოემბერი 2024,   20:17
ვრცლად
მორიგი გატაცება საოკუპაციო ხაზიდან - ნიქოზის 2 მცხოვრები ოაკუპანტებმა ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს

საოკუპაციო ხაზთან საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. ნიქოზის მცხოვრებლები გაბრიელ მელანაშვილი და თამაზ მჭედლიძე ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით აიყვანეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებულები ცხინვალის იზოლატორში იმყოფებიან, მათი გათავისუფლების სანაცვლოდ კი საოკუპაციო რეჟიმი ჯარიმის სახით 800 ლარის გადახდას ითხოვს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ნიქოზელების დაკავების ფაქტს ადასტურებენ. მათი ინფორმაციით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

"ავადმყოფი ბავშვია ისედაც, არც კითხვა იცის, არაფერი არ იცის," - აცხადებს ერთ-ერთი გატაცებულის დედა.

დღის ამბები