52 მილიონის გარდა, ორბელიანის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დამატებით 18 მილიონი დაიხარჯება. ხელშეკრულება კი ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ ორ კომპანიასთან - "ანაგსა" და "ენსი"-სთან ისევ პირდაპირი მიყიდვის წესით გაფორმდება. ოპოზიცია შესაძლო კორუფციაზე საუბრობს, მერიაში კი ბრალდებებს არ პასუხობენ. გავრცელებული ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში ახლა აღმოაჩინეს, რომ სამუშაოების დასასრულებლად 18 მილიონი დააკლდათ.
"წელიწადნახევრის შემდეგ ამბობენ რომ თურმე დააკლდათ, ოღონდ ერთი, ორი, სამი ან ხუთი მილიონი კი არა, 18 მილიონი ლარი და ახლა საუბარია იმაზე, რომ თბილისის განვითარების ფონდი ითხოვს ტენდერის გარეშე ისევ, ბიძინ ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიას დამატებით მისცეს 18 მილიონი ლარი. რა თქმა ეს ყველაფერი დაკავშირებულია კორუფციასთან,"-აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.