საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევისა და დანიშვნის პროცესის გამჭვირვალობის აუცილებლობაზე საუბრობს.
კარლ ჰარცელის შეფასებით, ის ფაქტი, რომ მოსამართლეების დანიშვნა/შერჩევის წესთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების განხილვას საქართველოს პარლამენტმა ცოტა დრო დაუთმო, ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა.
მისი თქმით, პასუხისმგებლობა კანდიდატების კვალიფიკაციისა და რეპუტაციის მიხედვით შერჩევაზე საბოლოო ჯამში პარლამენტს დაეკისრება, რადგან სწორედ საკანონმდებლო ორგანომ უნდა შეიმუშავოს საჭირო პროცედურები.
„ძალზე მნიშვნელოვანია გამჭირვალე და სანდო პროცედურების არსებობა, როდესაც საქმე მოსამართლეების დანიშვნას ეხება. ჩვენ, ევროსაბჭოსა და შეერთებულ შტატებთან ერთად აქტიურდ ვიყავით ჩართულები ამ პროცესში, რჩევების გაცემის კუთხით. რეკომენდაციები, რომლებიც ვენეციის კომისიისგან მივიღეთ, თანხვედრაშია იმ მიზნებთან რომელთა მიღწევა ჩვენ ვცადეთ. ვფიქრობ ეს არის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა, როდესაც პარლამენტმა მეტი დრო არ დახარჯა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების განხილვაზე.
მოცემულ ვითარებაში მნიშვნელოვანია განაცხადების მიღების პროცესი წინ წავიდეს. საბოლოო ჯამში, პასუხისმგებლობა გადაწყვეტილებებზე განაცხადების მიღების პროცედურებთან დაკავშირებით პარლამენტს და მის ცალკეულ წევრებს დაეკისრება. ეს პროცესი შეიცავს ისეთ საკითხებს, რომლებიც კანდიდატების კვალიფიკაციასა და რეპუტაციას ეხება,”-აცხადებს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კარლ ჰარცელი.