გატაცების კიდევ მორიგი შემთხვევა კონფლიქტის ზონაში - რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ქვეშიდან 72 წლის ამირან მელაძე გაიტაცეს, ის ადგილობრივი მცხოვრებია. მოსახლეობა ამბობს, რომ მოხუცი სატაცურის საკრეფად გუშინ წავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა.
ამირან მელაძის გატაცების ფაქტს ადასტურებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. უწყებაში ამბობენ, რომ მამაკაცი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით არის დაკავებული.
არსებული ინფორმაციით, ის ცხინვალის იზოლატორში მოათავსეს.
უწყებაში ამბობენ, რომ უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.