17 ნოემბერი 2024,   20:29
ვრცლად
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი და მიმდინარე გამოძიება - ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენლები საქართველოში იმყოფებიან 

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და პროკურორ ფატუ ბენსუდას ოფისის წარმომადგენლები საქართველოში იმყოფებიან. ისინი ოფიციალურ შეხვედრებს დღეიდან იწყებენ.

მთავარი თემა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი და მიმდინარე გამოძიებაა. საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსის თქმით, ისინი ჰააგის სასამართლოსთან აქტიურად თანამშრომლობენ.

„ჩვენი შეხვედრები საზოგადოების სხვადასხვა წრეებთან თუ არასამთავრობო ორგანიზაციებთან იყოს კოორდინირებული,რათა ინფორმაცია, რომელიც მათ მიეწოდებათ იყოს მაქსიმალურად სასარგებლო,ერთი მხრივ ინფორმაცია ჰქონდეთ როგორც მთავრობისგან,თუ რას აკეთებს სახელმწიფო ამ ეტაპზე და რა პროცესშია ჩართული და   პირველადი წყაროსგან, ამ შემთხვევაში სასამართლოსგან, რომელიც თვითონ წარმართავს ამ პროცესებს,“-აცხადებს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი ბექა ძამაშვილი.

დღის ამბები