17 ნოემბერი 2024,   20:33
ვრცლად
3-დღიანი უკანონო პატიმრობა დასრულებულია - 72 წლის ამირან მელაძემ ცხინვალის იზოლატორი დატოვა

3-დღიანი უკანონო პატიმრობა დასრულებულია. 72 წლის ამირან მელაძემ ცხინვალის იზოლატორი დატოვა და ის უკვე სახლში, გორის რაიონის სოფელ ქვეშში იმყოფება. გათავისუფლების შემდეგ ყოფილმა ტყვემ მომხდარის შესახებ ინფორმაცია შიდა ქართლის სამხარეო პოლიციას მიაწოდა. მელაძე გატაცების დეტალებზე ჟურნალისტებთან არ საუბრობს. მოხუცი რუსმა ოკუპანტებმა საკუთარი ბაღიდან 5 მაისს წაიყვანეს - მას ე.წ. საზღვრის დარღვევაში დასდეს ბრალი.

დღის ამბები