შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დაგეგმილ აქციებზე მოქალაქეებს აფრთხილებს. უწყებაში აცხადებენ, რომ ისინი უზრუნველყოფენ მართლწესრიგის დაცვას შეკრების ადგილებზე და რომ პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად ყველა იმ პირის მიმართ, რომლის ქმედებაც გასცდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო შეახსენებს საზოგადოებას, რომ საქართველოში აკრძალულია კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიის მატარებელი და პროპაგანდის საშუალებების გამოყენება.