გაზეთ „ქრონიკა პლიუსის“ მთავარი რედაქტორი რამდენიმე საჯარო მოხელისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატის, მარიამ კუბლაშვილის წინააღმდეგ - ელისო კილაძე პროკურატურას დღეს მიმართავს. ჟურნალისტის განცხადებით, მის მიმართ ისმის ცილისმწამებლური განცხადებები, რომ ის თითქოსდა მალხაზ მაჩალიკაშვილს, სოსო გოგაშვილის წინააღმდეგ აქეზებდა.
ელისო კილაძია აზრით, სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე პასუხისმგებლობის არიდებას გამოგონილი ინფორმაციების გავრცელებით ცდილობს. მისივე თქმით, ცილისმწამებლურ კამპანიაში მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილიც ჩაერთო.
„სოსო გოგაშვილმა გადაწყვიტა, რომ პანკისის სპეცოპერაციის პასუხისმგებლობა მთლიანად მოიხსნას და მოიგონა ახალი ვერსიები, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს მე ვაქეზებდი სოსო გოგაშვილის წინააღმდეგ. ეს ადამიანები არიან რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ, რამდენიმე საჯარო პირი. ყველაზე გასაკვირი გახლავთ ის, რომ ამ ადამიანების რიგებს შეუერთდა ვახა მაჩალიკაშვილის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი. ის ამბობს, რომ მე ვაქეზებდი, ვაქეზებდი ნიშნავს იმას, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი ნამდვილად ამზადებდა ტერორისტულ აქტს სოსო გოგაშვილის წინააღმდეგ.
ვაპირებ დღეს საჩივარი შევიტანო გენერალურ პროკურატურაში. ეს არის მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაბრალება. ყველა მათგანი უნდა იქნას დაკითხული,“-ამბობს ელისო კილაძე.