საქართველოს ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ეწვია. ფრანგ კოლეგას საქართველოს ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია მასპინძლობს.
ვიზიტის ფარგლებში მხარეები საპოლიციო და სამართალდაცვით სფეროში სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ოფიციალური ვიზიტით საქართველოს სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში, საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი შეხვედრებს პრემიერთან, პრეზიდენტთან და იუსტიციის მინისტრთანაც გამართავს.