წითელი ხიდი - სარფის მშენებარე ცენტრალური ავტობანის გრიგოლეთი-ჯაპანის მონაკვეთზე დაცვის სამსახური გაიფიცა. 30-მდე ადამიანი სახელფასო დავალიანების დაფარვას ითხოვს.
მათი თქმით, უკვე მეხუთე თვეა ხელფასი არ აუღიათ. აქციის მონაწილეების განცხადებით, დამსაქმებელმა ისინი სამსახურიდან გაათავისუფლა, თუმცა თანხა არ გადაუხადა.