ხმაური ქალაქის ცენტრში - ცოტა ხნის წინ მეტეხის ხიდთან, კოტე აფხაზის ქუჩაზე საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებული. დაკავებულია რამდენიმე ადამიანი. ტურისტულ ზონაში ახალგაზრდების აყვანის მიზეზი, სავარაუდოდ, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა გახდა - ისინი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და ხმაურობდნენ.