17 ნოემბერი 2024,   22:24
ვრცლად
"ყველაზე კრიტიკულად არის შეფასებული პროკურატურის საქმიანობა" - სახალხო დამცველს დღეს პარლამენტში ელოდებიან

სახალხო დამცველს დღეს პარლამენტში ელოდებიან. ნინო ლომჯარია ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს ყოველწლიურ ანგარიშს გააცნობს. მოხსენება თითქმის 450 გვერდიანია და ძირითადად, გასულ წელს ეხება. ყველაზე კრიტიკული ომბუდსმენი პროკურატურის მიერ ჩატარებული არაეფექტური სამუშაოების მიმართ არის.

დოკუმენტის მიხედვით, თითქმის ორჯერ არის გაზრდილი მთელი ქვეყნის მასშტაბით იმ დაზიანებათა მაჩვენებელი, რომელიც პირებმა დაკავების შემდეგ მიიღეს. ანგარიშში შეფასებულია საპრეზიდენტო არჩევნების მწვავე ნეგატიური კამპანია, წინასაარჩევნო პერიოდის თანმდევი სხვადასხვა ძალადობრივი ინციდენტები, სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევები. ყურადღება გამახვილებულია შრომით უსაფრთხოებასა და დასაქმებულების უფლებებზე.

„ეს ეხება ყველა სახის ადამიანის უფლებების დარღვევის საკითხებს. რა თქმა უნდა მთავარი საკითხი ეს არის სიცოცხლის უფლება, მაგრამ კონტექსტიდან გამომდინარე ძალიან აქტუალურია, შრომის უსაფრთხოების საკითხები, შრომით უფლებები. გვაქვს გარკვეული მიმართულებებით პროგრესი და გვაქვს ასევე რა თქმა უნდა უარყოფითი მაჩვენებლებით. განსაკუთრებით გამოძიების მიმართულებით არსებობს ხარვეზები და ალბათ ყველაზე კრიტიკულად არის შეფასებული საქართველოს პროკურატურის საქმიანობა და საგამოძიებო მიმართულება,“-განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

დღის ამბები