ლაგოდეხის ნაკრძალში, მდინარეში ჩავარდნილი გოგონას ცხედარი მაშველებმა რამდენიმე წუთის წინ ამოიყვანეს.
ლაგოდეხში სამაშველო სამუშაოებში მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. დღეს უკვე სამუშაოებში მყვინთავები ჩაერთნენ. ისინი ცხედრის გამოყვანას რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ.
უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა. 16 წლის გოგონა ლაგოდეხში, გურგენიანის ჩანჩქერზე კლასელებთან ერთად ექსკურსიაზე იმყოფებოდა. სავარაუდოდ, მას ფეხი დაუცდა და ადიდებულ მდინარეში ჩავარდა.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან დაკარგული გოგონას ოჯახის წევრებიც.
ავტორი: ია გულიაშვილი