17 ნოემბერი 2024,   20:20
ვრცლად
მასშტაბური მსვლელობა დავით გარეჯის დასაცავად - სამონასტრო კომპლექსის მიმართულებით ხალხი 15 ეპარქიიდან დაიძვრება

დავით გარეჯის დასაცავად დღეს მასშტაბური მსვლელობა იგეგმება. კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსის მიმართულებით ხალხი 15 ეპარქიიდან დაიძვრება. ადგილზე ჩასვლას გეგმავენ სასულიერო პირები და მრევლი. ასევე სამოქალაქო აქტივისტები.

აქცია, აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღეს, დავით გარეჯში აზერბაიჯანელი აქტივისტების მიერ დაგეგმილი მსვლელობის გასაპროტესტებლად იმართება. სასულიერო პირები ღიად მოითხოვენ ხელისუფლებისგან სამონასტრო კომპლექსის დასაცავად სახელმწიფო დონეზე პრინციპული მოლაპარაკებები აწარმოოს.

„მივდივართ მრევლი მოსალოცად. ღმერთმა ყოველივე კეთილად ინებოს და მთავრობამ თავის საქმე პრინციპულად და სამართლიანად აწარმოოს და განაგოს. მე ამ პოზიციას პირველ რიგში ვაფიქსირებ, აზერბაიჯანის მიმართ არ მაქვს, ჩვენი ხელისუფლების მიმართ მაქვს, რომ მან დაინახოს ჩვენი პრინციპული მიდგომა და პრინციპულ დონეზე აწარმოოს მოლაპარაკებები აზერბაიჯანის სახელმწიფოსთან,“-განაცხადა დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა მამა კირიონმა.

დღის ამბები