გორში დაზარალებული მოსახლეობისთვის სესხების გადავადებაზე შეთანხმება მიღწეულია -
ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივებს სოფლის მეურნეობის მინისტრმა მიაწოდა.
ლევან დავითაშვილი სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას შიდა ქართლის გუბერნატორთან ერთად შეხვდა. დავითაშვილის თქმით, სტიქიის შედეგად დაზარალებულები ჰექტარზე 200-ლარიან ვაუჩერსაც მიიღებენ. ბოლო ორი დღის განმავლობაში ეს მინისტრთან უკვე მეორე შეხვედრა იყო. პირველი შეხვედრა გლეხებმა შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს.