17 ნოემბერი 2024,   20:34
ვრცლად
მაჩალიკაშვილის საქმე - საპარლამენტო უმრავლესობამ საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა ჩააგდო

30 მომხრე და 3 წინააღმდეგი - საპარლამენტო უმრავლესობამ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა ჩააგდო. დადგენილების მისაღებად 50 დეპუტატის ხმა იყო საჭირო. წინააღმდეგ წავიდა „ქართული ოცნების“ სამი დეპუტატი.

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული 19 წლის ახალგაზრდის საქმეზე საპარლამენტო კომისიის შექმნა ოპოზიციამ მოითხოვა. საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიციატივის ჩაგდება ოპონენტებმა მკაცრად გააკრიტიკეს.

ნიკა მელია-ის სურათის შედეგი

„თქვენთან საუბარი არის შეურაცხმყოფელი ამიერიდან. პირობას გაძლევთ, რომ გავა წლები და თითოეულ თქვენგანს, ვინც აქ ესწრებოდით დარბაზში და ხმა არ მიეცით მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას, წინ დახვდება და ძალიან ბევრი კომისია ამას გაგახსენებთ,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ.

ოპოზიციის წევრების თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მაჩალიკაშვილის საქმეზე არსებულ კითხვებს პასუხები საგამოძიებო კომისიის ფარგლებში გასცემოდა.  

სალომე სამადაშვილი-ის სურათის შედეგი

„პირველად თქვენი ხელისუფლების პირობებში დადგა ნეგატიური პასუხისმგებლობის საკითხი სახელმწიფოს მიერ მოკლული ადამიანის შესახებ და თქვენ დღეს უარი თქვით, შეიტყოთ სიმართლე და გაიგოთ სიმართლე, რატომ მოკლეს ახალგაზრდა ადამიანი მძინარე საკუთარ სახლში. ამ პასუხისმგებლობით მოგიწევთ საკუთარი პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელება,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა.

ინიციატივის ჩაგდებასთან დაკავშირებით სხდომათა დარბაზში განცხადება „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ემზარ კვიციანმა გააკეთა.

ემზარ კვიციანი-ის სურათის შედეგი„თუ ჩვენ ყველას გვჯერა აი, იმ დახურულ ფორმატში მოხსენებული ინფორმაციისა, სუს-ის უფროსის და კონტრდაზვერვის უფროსის, მაშინ მივცეთ ხმა და რადგანაც თუ ეს ჩავარდა, ე.ი. ვაღიარებთ, რომ დამნაშავეები ვართ იმ ოჯახთან,“ - განაცხადა ემზარ კვიციანმა.

მმართველი გუნდის წევრები აცხადებენ, რომ მსგავსი კომისიის შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავდნენ.

შვილმოკლული მამა უკვე წელიწადზე მეტია, პარლამენტის შენობის წინ უწყვეტ საპროტესტო აქციას მართავს და თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელების დასჯას მოითხოვს.

ამავე თემაზე
დღის ამბები