დღეს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ის დაბადების დღეა. ტელეკომპანია 25 წლის გახდა.
მიუხედავად მოქმედი ხელისუფლების მიერ სამაუწყებლო კომპანიის წინააღმდეგ მიზანმიმართული ბრძოლისა, კომპანიას მუშაობა არ გაუჩერებია და მუდმივად ქმნის მაღალი დონის მედიაპროდუქტს.
სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2 1994 წელს დაარსდა და დღემდე რეიტინგების სათავეშია. რუსთავი2 ყველაზე პოპულარული და წარმატებული ტელეკომპანიაა საქართველოში.
ქვეყნის ყველაზე რეიტინგული და გავლენიანი ტელეარხი 1994 წლის პირველ ივნისს ქალაქ რუსთავში დაიბადა და მისი ისტორია, დაახლოებით, იმდენივე წლისაა, რამდენიც დამოუკიდებელი საქართველო - ჩვენ თქვენთან ვართ ქვეყნის უმნიშვნელოვანესი მოვლენების თვითმხილველი და მონაწილე.
რუსთავი2 არსებობის მანძილზე არაერთხელ გამხდარა ხელისუფლების თავდასხმის და შეტევის მსხვერპლი. ჩვენ ამ შეტევის პირობებში ვმუშაობთ უკვე ბოლო რამდენიმე წელია, მაგრამ რუსთავი2 და მისი მაყურებელი ისევე, როგორც ყველა სხვა ბრძოლაში, გამარჯევბულია და ამ ბრძოლაშიც ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ.
ვულოცავთ რუსთავი2-ს და პირველ რიგში, ჩვენს მაყურებელს.