მაშველებმა ყაზბეგში გერმანელი ტურისტი გადაარჩინეს.
როგორც სამაშველო სამსახურში რუსთავი2-ს განუცხადეს, 112-ში შევიდა შეტყობინება, რომ დაბა სტეფანწმინდაში თხილამურებით სრიალის დროს გერმანიის მოქალაქე დაშავდა.
"შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე უმოკლეს დროში მოხდა სწრაფი რეაგირების მაშველების მობილიზება, რომლებმაც სპეციალური აღჭურვილობის საშუალებით ქალბატონი უსაფრთხო ადგილზე ჩამოიყვანეს," - ნათქვამია ინფორმაციაში.
ტურისტის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.