სალომე ზურაბიშვილი წმინდა ნინოს გზას დაადგა. პრეზიდენტი უკვე ფოკაში იმყოფება, საიდანაც მრევლი და სასულიერო პირები 42-დღიან ლოცვით მსვლელობას იწყებენ.
სალომე ზურაბიშვილი მრევლს მსვლელობის დასაწყისში შეუერთდება.
ფოკას მამათა მონასტერში ამ წუთებში საზეიმო წირვა აღევლინება, სწორედ წირვის დასრულების შემდეგ დაიწყება მსვლელობა.
საქართველოს გაქრისტიანებიდან დღეს 1700 წელი გავიდა. სწორედ წმინდა ნინოს უკავშირდება საქართველოს გაქრისტიანება.
მსვლელობა კი 12 ივლისს მცხეთაში დასრულდება.