ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა საბავშვო კონკურსს "მე მეხანძრე-მაშველი" უმასპინძლა.
კონკურსში 12 წლამდე ასაკის ბავშვები იღებდნენ მონაწილეობას.
ღონისძიების ფარგლებში პატარა სტუმრებმა სახანძროს შენობა და მუზეუმი დაათვალიერეს. კონკურსის გამარჯვებულებს კი მეხანძრე-მაშველებმა სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.