17 ნოემბერი 2024,   20:17
ვრცლად
"მადლობა ქალბატონ სალომეს, იგივე ნინოს, ბატონ მამუკას, ბატონ ირაკლის და ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს" - მეუფე დანიელი

„მადლობა ქალბატონ სალომეს, იგივე ნინოს, ბატონ მამუკას, ბატონ ირაკლის, პარლამენტის თავმჯდომარეს და ასევე მადლობას ჩვენ ვწირავთ ამ ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს,“ - ეს განაცხადება ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა, სოფელ ფოკაში გააკეთა, საიდანაც მრევლმა და სასულიერო პირებმა 42-დღიანი მსვლელობა დაიწყეს.

მეუფე დანიელმა მოსახლეობას წმინდა ნინოს დღესასწაული მიულოცა. მან მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარესა და ქართული ოცნების თავმჯდომარეს. მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილის ეკლესიური სახელი ნინოა. 

„საკურთხევლის აღმართვიდან 30 წლისთავს ვზეიმობთ და აი, ამ წმინდა ადგილიდან, საიდანაც ნინომ დაიწყო სვლა საქართველოში და ქადაგება. 30 წლის მანძილზე ჩვენ ვზეიმობთ წმინდა ნინოს გზაზე საქართველოს ეკლესიისა და სამღვდელოების და მრევლის მოგზაურობას. ამ ზეიმს ესწრებიან საქართველოს პრეზიდენტი, ქალბატონი სალომე, ეკლესიურად ნინო, ზურაბიშვილი, ჩვენ მას ვულოცავთ ანგელოზის დღეს. იცოცცხლეთ და იდღეგრძელეთ ქალბატონო ნინო. შეგიწიროთ ღმერთმა ეს ღვაწლი. ასევე მინდა, აღვნიშნო ხაზგასმულად საქართველოს პრემიერმინისტრის, ბატონი მამუკა ბახტაძის. ღვაწლი არა მარტო ამ დღესასწაულის აღნიშვნაში, არამედ საერთოდ წელს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის საქართველოს ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობის დღესასწაულის ასეთ მხარდაჭერაში,“ - განაცხადა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა (დათუაშვილმა).

მსვლელობაში მონაწილეობას იღებენ საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერმინისტრი.

ამავე თემაზე
დღის ამბები