17 ნოემბერი 2024,   20:16
ვრცლად
შსს "თბილისი პრაიდის" მონაწილეების უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს - ორგანიზატორები გეგმებს არ ცვლიან

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისი პრაიდის მონაწილეების უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს. გახარიას უწყება მათ ალტერნატიულ სივრცედ დახურულ შენობებს სთავაზობს.

მოლაპარაკებები თბილისი პრაიდის ორგანიზატორებსა და შსს-ის წარმომადგენლებს შორის უშედეგოდ დასრულდა.

ორგანიზატორებს კი მსვლელობის ჩატარება 18-23 ივნისის პერიოდში სურდათ, თუმცა, სამართალდამცავი უწყება მათი უსაფრთხოების გარანტიებს ვერ იძლევა.

ამ გადაწყვეტილების მიუხედავად, თბილისი პრაიდის ორგანიზატორები, გეგმებს არ ცვლიან და სახელმწიფოს მოუწოდებენ, დაიცვან გამოხატვის თავისუფლება, დემოკრატია და ყველა მოქალაქის უსაფრთხოება.

„სახელწმიფომ აჩვენა, რომ არის უსუსური, საუბრობს უსაფრთხოების რისკებზე და დეკლარირებულად განაცხადა, რომ იგი უძლურია, გაუმკლავდეს რადიკალურ და ძალადობრივ ჯგუფებს. ჩვენ არ ვცვლით გეგმებს ამ ეტაპზე. ვაგრძელებთ მარშის და სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზებას იმისთვის, რომ შევძლოთ გამოსვლა. სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას თითოეული მოქალაქე,“ - განაცხადა თბილისი პრაიდის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მარიამ კვარაცხელიამ.

დღის ამბები