17 ნოემბერი 2024,   20:42
ვრცლად
ადვოკატი სამართალდამცავებს და მოსამართლეებს უკანონო მოსმენის შესახებ ყალბი დოკუმენტების მტკიცებულებად მიღებაში ადანაშაულებს

უკანონო მოსმენის შესახებ ყალბი დოკუმენტების მტკიცებულებად მიღებაში ადვოკატი თანდილა ჯოლოგუა სამართალდამცველებს და 3 მოსამართლეს ადანაშაულებს.

ადვოკატი სარჩელს მოსამართლეების და პერსონალური დაცვის ინსპექტორის წინააღმდეგ ამზადებს.

საქმე ეხება მარნეულში დაკავებულ მოქალაქეებს, რომლებიც ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით აიყვანეს.

მას შემდეგ, რაც ერთ ერთმა სამშენებლო კომპანიამ, მუშებს 200 ათას ლარზე მეტი დავალიანება არ გადაუხადა, მუშებმა თანხის თვითნებური ამოღება დაიწყეს, რაზეც კომპანიის ხელმძღვანელობამ იჩივლა. ამის გამო კი მუშები გამოძალვის და ქურდულ სამყაროსთან კავშირის გამო დააკავეს.

საფუძველი კი ერთწლიანი მიყურადება გახდა, რაზეც ადვოკატი ამტკიცებს, რომ სასამართლო ნებართვა გაცემული არ ყოფილა, დოკუმენტები კი, რომელსაც თარიღი მითითებული არ ჰქონია, მოსამართლემ მტკიცებულებად ჩათვალა.

„გამაჩნია არანაკლებ 6-7 დოკუმენტი მასზედ, რომ პროკურორი მუკბანიანი შედის თბილისის საქალაქო სასამართლოში ყალბი დოკუმენტებით, რომ არსენ კალატოზიშვილმა, ნიკოლოზ მარგველაშვილმა და რომან ხორავამ გასცენ ნებართვა პიროვნებებზე სატელეფონო მიყურადებისა და თვალთვალის, აუდიო/ვიდეო ჩანაწერის თაობაზე. ეს სამი მოსამართლე ოფიციალურად მუკბანიანის მიერ შეტანილ შუამდგომლობას ადგენს, როგორც იტყვიან „აპრავებს“ და გასცემს განჩინებას," - განაცხადა თანდილა ჯოლოგუამ.

დღის ამბები