ესპანეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ხოსე ანტონიო რეიესი, გარდაიცვალა. 35 წლის ფეხბურთელის სიცოცხლე დღეს ავტოსაგზაო კატასტროფის შედეგად დასრულდა.
აღნიშნული ცნობა დაადასტურა საფეხბურთო კლუბ სევილიას ვებგვერდმაც, სადაც რეიესს კარიერის უდიდესი ნაწილი აქვს გატარებული.
ხოსე ანტონიო რეიესი სევილიას აკადემიის აღზრდილია და ამ გუნდის რიგებში დებიუტი 16 წლის ასაკში ჰქონდა. 2004 წელს ლონდონის არსენალში გადავიდა, სადაც სამი სეზონი გაატარა. შემდეგ რეალის, ატლეტიკოსა და ბენფიკას რიგებში თამაშობდა, ხოლო 2012-2016 წლებში ისევ სევილიაში დაბრუნდა. ხოსე ანტონიო რეიესს ესპანეთის ნაკრებში 2003-2006 წლებში 21 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი.