რუსთავში ადგილობრივი მაცხოვრებელი მერიას უყურადღებობასა და პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებს.
როგორც მან განმარტა, კორპუსში დარღვეული სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემის საკუთარი სახსრებით შეკეთება მას შემდეგ მოუწია, რაც ადგილზე მისულმა მერიის წარმომადგენელმა გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერი პლაკატის ჩამოხსნისკენ მოუწოდა.
მერიაში კი აცხადებენ, რომ აღნიშნული პრობლემის მოგვარება მათ კომპეტენციაში არ შედის და მათი მხრიდან პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციას ადგილი არ ჰქონია.