17 ნოემბერი 2024,   20:40
ვრცლად
გახარიას რუსეთთან გარიგებაში ადანაშაულებენ - რუსი ჰაკერის თქმით, ქართულმა სპეცსამსახურებმა გაიტაცეს და აწამეს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს რუსეთთან ფარულ გარიგებაში ადანაშაულებენ.

ცნობილი რუსი ჰაკერი, რომელიც საქართველოში პუტინის რეჟიმს გამოექცა და პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს, ამბობს, რომ გიორგი გახარიას მისმა რუსმა პატრონებმა კრემლიდან დაავალეს მისი დაკავება და რუსეთისთვის გადაცემა.

რუსეთის ფედერაციისთვის ყველაზე სასურველი პატიმარი, იეროსლავ სუმბაევი, ქართული სპეცსამსახურების მაღალჩინოსნებს გატაცებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ადანაშაულებს.

კომპიუტერული ტექნოლოგიების სპეციალისტს რუსეთი 6 წელია, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ეძებს. ირკვევა, რომ საერთაშორისო ძებნილი სუმბავეი 2017 წლიდან საქართველოს ტერიტორიაზე ძალოვანებს ფულს აძლევდა და თავისუფლად გადაადგილდებოდა.

სუმბაევი რუსი ჰაკერების ათეულშია. რუსი სამართალდამცველების მტკიცებით, მან რკინიგზის ანგარიშები გატეხა და დიდი ფული მოხსნა. საბოლოოდ სუმბაევი საქართველოში გამოიქცა. 2017 წლის 6 ივლისს ის თბილისში ჩამოვიდა და მეგობარს რუსეთის მოქალაქე ვასილ მარგიევს თავშესაფრის მისაღებად დახმარება სთხოვა. მარგიევი სუმბაევს ჰპირდებოდა, რომ, თუ 100 ათასი დოლარს ძალოვნებს გადაუხდიდა, ლტოლვილის სტატუსს მისცემდნენ. უსმა ჰაკერმა მეგობარს 60 ათასი დოლარი მისცა, თუმცა, პირობა არ შესრულდა.

უარს თანხის გადახდაზე ცნობილი ჰაკერის გატაცება მოჰყვა. იეროსლავ სუმაბევი ამტკიცებს, რომ მისი გატაცება გორის ცენტრიდან, ვასილ მარგიევთან ერთად, ქართულმა სპეცსამსახურებმა დაგეგმეს.

ბრალდებულმა სასმართლო პროცესზე დეტალურად მოყვა, როგორ გადაადგილდებოდა გორის ცენტრში, როდესაც მას, ვასილ მარგიევთან ერთად, პოლიციის პიკაპში ჩაჯდომა ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა სთხოვეს.

დაკავებულის ინფორმაციით, ის შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი პიკაპით გორის ცენტრიდან ქარელში ერთ-ერთ სახლში წაიყვანეს. მისი თქმით, შენობის პირველ სართულზე მდებარე ოთახში ხელბორკილები დაადეს და 4 საათის განმავლობაში აწამებდნენ. სუმაბევის მტკიცებით, მას ძალოვანი უწყების თანამშრომლები 40 ათას დოლარს სთხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. რუსეთის მოქალაქემ ძალადობას ვეღარ გაუძლო და თანხა ბიტკოინების მეშვეობით გამტაცებლების მიერ მითითებულ ანგარიშის ნომერზე ჩარიცხა. ამ ფაქტიდან 2 თვეში ის ქართველმა ძალოვანებმა დააკვეს.

სახლი, სადაც სუმბაევის მტკიცებით, ის საათების განმავლობაში არაადამიანურ პირობებში ჰყავდათ, ჩიორა გიგაურს ეკუთვნის.

სახლის მეპატრონე ადასტურებს, რომ 2017 წლიდან მის სახლში ნათესავი - თამაზ კოპაძე, ცხოვრობდა. გატაცების შესახებ კი ინფორმაცია მას შემდეგ გახდა ცნობილი, როდესაც ჰაკერი პროკურატურამ საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩასატარებლად მის სახლში მიიყვანა.

კურიერმა ვასილ მარგიევთან დაკავშირებაც სცადა, თუმცა, ის სახლში არ დაგვხვდა. სუმბაევთან მის კავშირს მისი მეუღლე ადასტურებს, თუმცა, გატაცებასთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს.

მოახდინა თუ არა პროკურატურამ გორის ცენტრიდან იეროსლავ სუმბავეის გატაცებაში მონაწილე პირების იდენტიფიცირება და არიან თუ არა ისინი ძალოვანი უწყების მაღალჩინოსნები, ამ კითხვებზე პასუხი პროკურატურაში არა აქვთ.

დღის ამბები