17 ნოემბერი 2024,   20:48
ვრცლად
„კურიერი მებრძოლი ადამიანების ერთობაა“ - საინფორმაციო გამოშვების გუნდი კადრს მიღმა

კურიერი 25 წლისაა - რუსთავი2-ში უამრავი ადამიანი მუშაობს იმისთვის, რომ საზოგადოებამ საქართველოს მთავარ არხს უყუროს.

კურიერი მებრძოლი ადამიანების ერთობაა,“ - ასეთია ჟურნალისტების დამოკიდებულება საინფორმაციო გამოშვების გუნდის მიმართ.

ჟურნალისტები, ოპერატორები, მემონტაჟეები აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ კურიერის  მაყურებელმა პირველმა ნახოს ინფორმაცია.

„ჩვენ ცეცხლში არ ვიწვით და ჩვენ არ ვიძირებით, ჩვენ ვხედავთ მიზანს და მივდივართ ამ მიზნისკენ და მიზანი არის ის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს იმაზე უკეთესი, ვიდრე დღეს არის,“ - ამბობს კურიერის წამყვანი, დიანა ჯოჯუა.

ამავე თემაზე
დღის ამბები