17 ნოემბერი 2024,   19:55
ვრცლად
ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული მძღოლების ნაწილი გაიფიცა - ისინი ჩინურ კომპანიას დავალიანების ანაზღაურებას სთხოვენ 

ზემო ოსიაურთან მდებარე ავტობანის სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებული მძღოლების ნაწილი გაიფიცა. ავტობანის მშენებლობას ჩინური კომპანია „სინო ჰიდრო“ ახორციელებს. მძღოლების გაფიცვის მიზეზი კი ხელფასების დაგვიანება გახდა.

მძღოლების ნაწილმა ჩინური კომპანიის „სინო ჰიდროს“ ოფისის შესასვლელი გადაკეტეს, რის გამოც ჩინელმა დამსაქმებლებმა პოლიცია გამოიძახეს. ამ დროისთვის გამოკითხვაზე არიან გადაყვანილები როგორც დამსაქმებლები, ასევე გაფიცული მძღოლების ნაწილი.  

გაფიცულები ამბობენ, რომ ავტობანზე მუშაობა ორი კვირის წინ დაიწყეს, შეთანხმების თანახმად, კი მათ ორი კვირის თავზე, კომპანიისგან 3 ათას 500 ლარი უნდა მიეღოთ. მათი თქმით, კომპანიასთან ხელშეკრულებაც არ აქვთ გაფორმებული, რადგან ამბობენ, რომ ხელფასების გაცემის პარალელურად, როგორც კომპანიის წარმომადგენლებმა უთხრეს, მათთან ხელშეკრულებაც გაფორმდებოდა. თუმცა, როგორც გაფიცული მძღოლები ამბობენ, მათ არც ხელფასებს აძლევენ და არც ხელშეკრულებას უფორმებენ.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც დასაქმებულებს ამავე ჩინურ კომპანიასთან პრეტენზიები აქვთ. ისინი ფიქრობენ, რომ კომპანიის თაღლითური ქსელი მსხვერპლები არიან. 

დღის ამბები