17 ნოემბერი 2024,   19:49
ვრცლად
ანტისანიტარიის საშიშროება მატანსა და საკობიანოში - სოფლებს ორი თვეა სასმელი წყალი არ მიეწოდება

ახმეტის რაიონის სოფლებში ორ თვეზე მეტია სასმელი წყალი არ აქვთ. მატანში და საკობიანოში წყალს ვერც მაღაზიაში ყიდულობენ, მარაგი ამოწურულია. ადგილობრივები ტექნიკურ წყალს იყენებენ, ასევე გაუფილტრავი წყლით მარაგდება საბავშვო ბაღიც. ახმეტის მერი ამბობს, რომ მდგომარეობა რაიონში სტიქიამ გაამწვავა. აღმოჩნდა, რომ უხვმა ნალექმა წყლის სათავე ნაგებობის სადრენაჟო სისტემა დააზიანა, თუმცა მთავრობას სისტემის აღდგენის რესურსი არ აქვს. ახმეტის მუნიციპალიტეტში არც ფულია და არც სატენდერო დოკუმენტაცია.

რა ეშველება ახმეტის რაიონის ორ სოფელს სადაც სულ მალე ანტისანიტარიის საფრთხე დადგება, უცნობია.

 

ავტორი: ია გულიაშვილი.

დღის ამბები