არგონავტების გემმა რიონზე მოგზაურობა დაასრულა. ხომალდმა გეზი ფოთიდან აიღო და ჭყვიშში გაჩერდა. მოგზაურობის ინიციატორი მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი "ქართული ოცნებიდან," მკვლევარი ომარ ნიშნიანიძეა.
ის ამბობს, რომ აქციით იმის დადასტურება სურდა, რომ არგონავტების მოგზაურობა არა მითი, არამედ ისტორიის ნაწილია. ხომალდი კი სტუდენტებთან ერთად ააგო. ამბობს, რომ ის ზუსტი ანალოგია არგონავტების გემის.
მოგზაურობა მდინარის რელიეფის გამო რთული აღმოჩნდა და გარკვეულ ადგილებში გემის ხმელეთზე ტრანსპორტირება გახდა საჭირო.