17 ნოემბერი 2024,   19:51
ვრცლად
ამერიკის სანაპირო დაცვის აკადემია ორმა ქართველმა კადეტმა დაამთავრა

ამერიკის სანაპირო დაცვის აკადემია ორმა ქართველმა კადეტმა დაამთავრა. ალექსანდრე წერეთელი და კონსტანტინე ყიფიანი აკადემიის 240 კურსდამთავრებულთა შორის არიან.

შეერთებული შტატების ერთ-ერთ უძველეს ძალებში, ისინი 4 წლის წინ მივიდნენ და დღეს სანაპირო დაცვის აკადემიას საუკეთესოდ მომზადებულ პროფესიონალებად ტოვებენ.

ყველაზე რთული პირველი წელი იყო. ახლობელთან კომუნიკაცია მხოლოდ კვირაში ერთხელ, ისიც ხელით დაწერილი წერილებით ჰქონდათ. აკადემიაში ყოფნის 4 წელი გამოწვევებით, ყოველი დღე კი პასუხისმგებლობით იყო სავსე. ერთ-ერთი ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ოკეანეში იალქნიანი ნავით შესვლა აღმოჩნდა, სადაც ერთი კვირა გაატარეს.

სანაპირო დაცვის აკადემია ატლანტის ოკეანის სანაპიროზე, კონექტიკუტის შტატში მდებარეობს. სკოლა ამერიკის ერთ-ერთი უძველესი ტრადიციის სანაპირო ძალებს ზრდის, რომელიც ჯერ კიდევ 1790 წელს შეიქმნა.

ყოველი წლის გამოშვებას ამერიკის ფედერალური მთავრობის მაღალჩინოსნები ესწრებიან. 2019 წელს, აკადემიის გამოსაშვებ საღამოს, პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში, ჯონ ბოლტონი ესწრებოდა. 

დღის ამბები