17 ნოემბერი 2024,   19:43
ვრცლად
გზა წყლით დაიფარა - თუშეთთან დამაკავშირებელ გზაზე გადაადგილება პარალიზებულია

თუშეთთან დამაკავშირებელ გზაზე გადაადგილება პარალიზებულია. მიზეზი გზის 56-ე კილომეტრზე ხელოვნური ტბის წარმოქმნის შედეგად, გზის კვლავ წყლით დაფარვაა.

ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები თითქმის დასრულებული იყო, თუმცა უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე სტორმა 150 მეტრამდე გზის მონაკვეთი მთლიანად დაფარა.

ხვალ ადგილობრივი მოსახლეობა სოფელ ქვემო ალვანის ცენტრში აქციის გამართვას გეგმას. ისინი შესაბამის უწყებებს გზის გაწმენდითი სამუშაოების დაჩქარებისკენ მოუწოდებენ.

ფშაველი-აბანო-ომალოს გზა თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო მონაკვეთია, რომელიც დიდთოვლობის გამო, ოქტომბრის შუა რიცხვებიდან მაისის შუა რიცხვებამდე იკეტება.

დღის ამბები